აშშ ჯამალ ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებით დამატებით ზომებს მიიღებს
აშშ ჯამალ ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებით დამატებით ზომებს მიიღებს

ამერიკის შეერთებული შტატები ჟურნალისტ, ჯამალ ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებით დამატებით ზომებს მიიღებს. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ჯეიმს მეტისმა განაცხადა.

ჯეიმს მეტისის თქმით, მსგავსი ქმედებები რეგიონის სტაბილურობას ხელს უშლის, ამიტომ ოფიციალური ვაშინგტონი ამის თავიდან ასაცილებლად დამატებით ზომებს მიიღებს.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საუდის არაბეთის 21 მოქალაქის წინააღმდეგ სანქციები უკვე დააწესა. მათ სავიზო და ეკონომიკური აკრძალვები შეეხოთ.

ჯამალ ხაშოგი სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოს 2 ოქტომბერს ესტუმრა. მას შემდეგ Washington Post-ის ჟურნალისტი გაუჩინარდა. ცოტა ხნის წინ ოფიციალურმა ერ-რიადმა ჯამალ ხაშოგის მკვლელობა აღიარა.