აშშ-ის თავდაცვის მდივანი ჯეიმს მეტისი თანამდებობას ტოვებს
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ჯეიმს მეტისი თანამდებობას ტოვებს

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ჯეიმს მეტისი თანამდებობას ტოვებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, მიზეზი მასსა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის აზრთა სხვადასხვაობაა.

ჯეიმს მეტისი გადადგომის შესახებ განცხადებაში  აღნიშნავს, რომ პრეზიდენტს აქვს უფლება, ჰყავდეს ისეთი თავდაცვის მდივანი, რომელიც მის შეხედულებებს იზიარებს.

ჯეიმს მეტისი ასევე მიიჩნევს, რომ აშშ ვერ შეძლებს, დაიცვას ქვეყნის ინტერესები პარტნიორებისა და მოკავშირეების მტკიცე მხარდაჭერისა და პატივისცემის გარეშე.

გავრცელებული ცნობით, პრეზიდენტს თავდაცვის ახალი მდივნის შესარჩევად ორი თვე აქვს.

ჯეიმს მეტისი პენტაგონს 2019 წლის 28 თებერვალს დატოვებს.