მაიკ პენსი - ფხენიანზე ზეწოლა არ შეწყდება, ვიდრე ჩრდილოეთ კორეა ბირთვულ ამბიციებზე უარს არ იტყვის
შეერთებული შტატები მზადაა ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებები აწარმოოს, თუმცა ფხენიანზე ზეწოლა მანამდე გაგრძელდება, ვიდრე ის ბირთვულ პროგრამაზე უარს არ იტყვის, – ეს განცხადება ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა გააკეთა. ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ამერიკის ახალი სტრატეგია მოლაპარაკებების პროცესსაც ითვალისწინებს.
„ზეწოლა არ შეწყდება მანამდე, ვიდრე ჩრდილოეთ კორეა ბირთვულ ამბიციებზე უარს არ იტყვის. თუმცა, თუ ფხენიანს მოლაპარაკება სურს, ჩვენ მათ დაველაპარაკებით“, – განაცხადა მაიკ პენსმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკა უახლოეს მომავალში, ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ყველაზე მკაცრი ეკონომიკური სანქციების დაწესებას გეგმავს.