მაიკ პენსმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა
მაიკ პენსმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა

აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ „ახლა მისი დრო არ არის.“

„ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, რომ ეს რთული ბრძოლა იქნებოდა, მაგრამ არ ვნანობ“, – აღნიშნა პენსმა.

ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა დასძინა, რომ ის ეთიშება საარჩევნო კამპანიას, თუმცა არასოდეს შეწყვეტს ბრძოლას კონსერვატიული ღირებულებებისთვის.