მაიკ პენსი – ფხენიანზე ზეწოლა არ შეწყდება, ვიდრე ჩრდილოეთ კორეა ბირთვულ ამბიციებზე უარს არ იტყვის

11:20, 12.02.2018

შეერთებული შტატები მზადაა ჩრდილოეთ კორეასთან მოლაპარაკებები აწარმოოს, თუმცა ფხენიანზე ზეწოლა მანამდე გაგრძელდება, ვიდრე ის ბირთვულ პროგრამაზე უარს არ იტყვის, – ეს განცხადება ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა გააკეთა. ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ამერიკის ახალი სტრატეგია მოლაპარაკებების პროცესსაც ითვალისწინებს.

„ზეწოლა არ შეწყდება მანამდე, ვიდრე ჩრდილოეთ კორეა ბირთვულ ამბიციებზე უარს არ იტყვის. თუმცა, თუ ფხენიანს მოლაპარაკება სურს, ჩვენ მათ დაველაპარაკებით“, – განაცხადა მაიკ პენსმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკა უახლოეს მომავალში, ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ყველაზე მკაცრი ეკონომიკური სანქციების დაწესებას გეგმავს.

მსგავსი