მაიკ პენსი – ვინც თავს აყენებს კონსტიტუციაზე მაღლა, არასდროს უნდა იყოს შეერთებული შტატების პრეზიდენტი

12:06, 02.08.2023

დონალდ ტრამპის წინააღმდეგ წაყენებულ ახალ ბრალდებას აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ეხმაურება და აცხადებს, რომ კონსტიტუციაზე მაღლა არავინ უნდა დადგეს.

„დღევანდელი ბრალდება ემსახურება მნიშვნელოვან შეხსენებას: ვინც თავს აყენებს კონსტიტუციაზე მაღლა, არასდროს უნდა იყოს შეერთებული შტატების პრეზიდენტი“, – განაცხადა მაიკ პენსმა.

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობის საქმეზე ბრალი წაუყენეს.

მსგავსი