მაიკ პენსი - ვინც თავს აყენებს კონსტიტუციაზე მაღლა, არასდროს უნდა იყოს შეერთებული შტატების პრეზიდენტი
დონალდ ტრამპის წინააღმდეგ წაყენებულ ახალ ბრალდებას აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ეხმაურება და აცხადებს, რომ კონსტიტუციაზე მაღლა არავინ უნდა დადგეს.
„დღევანდელი ბრალდება ემსახურება მნიშვნელოვან შეხსენებას: ვინც თავს აყენებს კონსტიტუციაზე მაღლა, არასდროს უნდა იყოს შეერთებული შტატების პრეზიდენტი“, – განაცხადა მაიკ პენსმა.
აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობის საქმეზე ბრალი წაუყენეს.