მედიის ცნობით, სი ძინპინმა დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება ტელეფონით მიულოცა

09:29, 07.11.2024

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი აშშ-ის პრეზიდენტად არჩეულ დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა.

როგორც „სიენენი“ წერს, ჩინეთის ლიდერმა ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ინფორმაცია ჯერ ოფიციალურად არ დაუდასტურებია არცერთ ქვეყანას.

მანამდე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა გაავრცელა განცხადება და აღნიშნა, რომ პატივს სცემენ ამერიკელი ხალხის არჩევანს და ულოცავენ ტრამპს პრეზიდენტად არჩევას.

მსგავსი