მაიკ პენსი - გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ მე არ დავუჭერ მხარს დონალდ ტრამპს არჩევნებში 
მაიკ პენსი - გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ მე არ დავუჭერ მხარს დონალდ ტრამპს არჩევნებში 

აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა უარი თქვა დონალდ ტრამპის მხარდაჭერაზე და აღნიშნა, რომ არც ჯო ბაიდენს დაუჭერს მხარს.

მაიკ პენსი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს ტრამპის ადმინისტრაციის მმართველობისას იკავებდა. მასა და დონალდ ტრამპს შორის ურთიერთობა 6 იანვრის კაპიტოლიუმს შტურმის შემდეგ გაუარესდა.

„გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ მე არ დავუჭერ მხარს დონალდ ტრამპს მიმდინარე წელს. ძალიან ამაყი ვარ ჩვენი ადმინისტრაციის მიღწევებით. ეს იყო კონსერვატიული მიღწევები, რომლებმაც ამერიკა უფრო განვითარებული, უფრო დაცული გახადა, რამაც ჩვენს სასამართლოებში კონსევატორების დანიშვნის შესაძლებლობა მოგვცა, უფრო მშვიდობიან მსოფლიოში“, – განაცხადა პენსმა.

პენსმა რესპუბლიკელ ყოფილ პრეზიდენტთან უთანხმოებების შესახებ ისაუბრა და ამავე დროს, აღნიშნა, რომ არცერთ სცენარში ის ხმას არ მისცემს პრეზიდენტ ბაიდენს.