მაიკ პენსი დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
მაიკ პენსი დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
„ამერიკელმა ხალხმა სათქმელი თქვა. მე და კარენი გულწრფელად ვულოცავთ არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მის ოჯახს შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტად არჩევას“, – წერს პენსი.
მან ასევე მიულოცა რესპუბლიკელებს სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის მოპოვება.
შეგახსენებთ, რომ მაიკ პენსი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი იყო 2016-2020 წლებში.
The American people have spoken and Karen and I send our sincere congratulations to President-Elect Donald Trump and his family on his election as 47th President of the United States. We also send our congratulations to Vice President-Elect J.D. Vance and his family on his…
— Mike Pence (@Mike_Pence) November 6, 2024