მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, “მერსედესის” პილოტი ლუის ჰემილტონი აცხადებს, რომ უკვე ფიქრობს კარიერაზე ფორმულა 1-ის მიღმა.
თუმცა, მისი სიტყვებით, როგორც მინიმუმ, მიმდინარე კონტრაქტის ბოლომდე დარჩება რბოლებში.
“ვფიქრობ მომავალზე. ველაპარაკე მათ, ვინც ადრე დაასრულეს კარიერა, ასევე ურთიერთობა მქონდა სპორტიდან გვიან წასულებთან. მეუბნებიან, რომ გავაგრძელო გამოსვლა, სანამ ამის შესაძლებლობა არსებობს. მაგრამ არა მგონია, ასე მოხდეს. სეზონები სულ უფრო დატვირთული ხდება, მე კი სხვა საქმეებიც მაქვს, რომელიც ბევრ ძალას მართმევს. დღეს მომწონს ის, რასაც ვაკეთებ. მიყვარს რბოლები და პიკზე ვიმყოფები. არ მგონია, რომ ფორმულა 1 ძალიან შეიცვლება 2021 წლამდე. ასე რომ, ამ ვადამდე მინიმუმ დავრჩება სპორტში. შესაძლოა, 2021 წელს, ესტაფეტა ჯორჯ რასელს გადავცე”, – განაცხადა ჰემილტონმა.