ლუჟნიკის სტადიონზე ვლადიმერ პუტინის მიმართვა გაწყდა და ეთერი რუსი მომღერლის მუსიკალური ნომრით გაგრძელდა [ვიდეო]

მოსკოვში, ლუჟნიკის სტადიონზე, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიმართვის დროს რუსულ სატელევიზიო და YouTube-არხებზე მიმართვა გაწყდა და ეთერი რუსი მომღერლის მუსიკალური ნომრით გაგრძელდა.

მოგვიანებით, ეს ფაქტი რუსმა ჟურნალისტებმა ინტერნეტთან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემით ახსნეს.

მოგვიანებით, კომენტარი გააკეთა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმაც. როგორც პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, მომხდარი სერვერზე ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია.

ლუჟნიკის სტადიონზე კონცერტი გაიმართა, რომელიც რუსული სააგენტოების ინფორმაციით, „რუსეთთან ყირიმის მიერთების“ მერვე წელს მიეძღვნა.

სტადიონზე შეკრებილთა წინაშე გამოვიდნენ რუსი მსახიობები, მომღერლები და სპორტსმენები.