ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„მაისში იგეგმება ჩემი ვიზიტი ჩინეთში“,- განაცხადა პუტინმა რუსეთის მრეწველთა და მეწარმეთა შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც რუსული მედია წერს, ერთ-ერთმა მონაწილემ სთხოვა რუსეთის პრეზიდენტს, გადასცენ ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს ნიკოლაი ჩერნიშევსკის რომანი „რა ვაკეთოთ?“, რადგან, მისი თქმით, სი ძინპინმა ადრე განაცხადა, რომ ეს რომანი მის საყვარელ ნაწარმოებებს შორისაა.

„ამ წიგნს აუცილებლად წავიღებ თან და ჩვენს მეგობარს გადავცემ. ის არის ძლიერი ლიდერი და ნამდვილი ადამიანი. ხუმრობას თავი დავანებოთ, მაგრამ მართლა, თუ მას ეს წიგნი უყვარს, სიამოვნებით გადავცემ“,- განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია თარიღი, თუ როდის გაემგზავრება ჩინეთში.