ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინთან 2022 წლის შემდეგ კომუნიკაცია აღარ ჰქონია
ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინთან 2022 წლის შემდეგ კომუნიკაცია აღარ ჰქონია

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინთან 2022 წლის შემდეგ კომუნიკაცია აღარ ჰქონია.

„ჩვენ შორის ბოლო სატელეფონო საუბარი 2022 წლის დეკემბერში შედგა, მანამდე უფრო ხშირად ვკონტაქტობდით“, – ამბობს შოლცი.

შეგახსენებთ, 2022 წლის თებერვალში, რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე შოლცი პუტინს მოსკოვში ეწვია.

„ომამდე რამდენიმე დღით ადრე ჩვენ ძალიან დიდხანს ვისაუბრეთ პირადად მოსკოვში. გახსოვთ ის გრძელი მაგიდა, რომელზეც მე მომიწია მასთან ერთად ჯდომა, რადგან ის ღელავდა კორონავირუსზე? ჩვენ ოთხ საათზე მეტ ხანს ვსაუბრობდით“, – გაიხსენა შოლცმა.

გერმანიის კანცლერის თქმით, ომის დასრულების გადაწყვეტილება პუტინის ხელთაა.

„მშვიდობა შესაძლებელია ნებისმიერ დროს. პუტინმა უბრალოდ უნდა შეწყვიტოს თავისი ბარბაროსული კამპანია და ჯარები გაიყვანოს“, – განაცხადა კანცლერმა.