ვლადიმერ პუტინი - რუსეთს ყველა საფუძველი აქვს, იფიქროს, რომ „კროკუს სითი ჰოლში“ ტერაქტის დამკვეთთა მთავარი სამიზნე რუსეთის ერთიანობისთვის ზიანის მიყენება იყო
ვლადიმერ პუტინი - რუსეთს ყველა საფუძველი აქვს, იფიქროს, რომ „კროკუს სითი ჰოლში“ ტერაქტის დამკვეთთა მთავარი სამიზნე რუსეთის ერთიანობისთვის ზიანის მიყენება იყო

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთს ყველა საფუძველი აქვს, იფიქროს, რომ „კროკუს სითი ჰოლში“ ტერაქტის დამკვეთთა მთავარი სამიზნე რუსეთის ერთიანობისთვის ზიანის მიყენება იყო.

„იმით თუ ვიმსჯელებთ, რასაც ახლა გამოძიება გვაძლევს, ყველა საფუძველი გვაქვს, ვიფიქროთ, რომ მოსკოვში სისხლიანი, საშინელი ტერაქტის დამკვეთთა მთავარი მიზანი ზუსტად ჩვენი ერთიანობისთვის ზიანის მიყენება იყო. სხვა მიზნები არც განიხილება და არც არის“, – აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, რუსეთი ვერ იქნება ისლამური ფუნდამენტალისტების ტერორისტული თავდასხმის ობიექტი.

„რუსეთი არ შეიძლება იყოს ისლამური ფუნდამენტალისტების მხრიდან ტერორისტული თავდასხმების სამიზნე. ჩვენ გვაქვს ქვეყანა, რომელიც აჩვენებს რელიგიებს შორის ჰარმონიისა და ერთიანობის, რელიგიათა ერთიანობის, ეთნიკური ერთიანობის უნიკალურ მაგალითს“, – ამბობს ვლადიმერ პუტინი.