ლოიდ ოსტინი ქვეყნებს უკრაინისთვის „პეტრიოტის“ ტიპის სისტემების გადაცემისკენ მოუწოდებს
ლოიდ ოსტინი ქვეყნებს უკრაინისთვის „პეტრიოტის“ ტიპის სისტემების გადაცემისკენ მოუწოდებს

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი იმ ქვეყნებს, რომელთაც „პეტრიოტის“ ტიპის სისტემები აქვთ, მოუწოდებს, უკრაინას საჰაერო თავდაცვისთვის გადასცენ.

„არსებობენ ქვეყნები, რომელთაც აქვთ „პეტრიოტის“ ტიპის სისტემები და რასაც ჩვენ ვაკეთებთ არის ის, რომ განვაგრძობთ მოლაპარაკებებს ამ ქვეყნებთან. მე პირადად ვესაუბრე რამდენიმე ქვეყნის ლიდერს ბოლო ორი კვირის განმავლობაში და მოვუწოდე მათ, გასცენ მეტი შესაძლებლობები“, – განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

ლოიდ ოსტინს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რომელი ქვეყნების ლიდერებთან ისაუბრა უკრაინის დახმარების საკითხზე.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ყურადღება გაამახვილა უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზეც, რომელიც, მისი თქმით, ფოკუსირებული იყო საჰაერო თავდაცვის მომარაგების საკითხზე.