მიხაილ პოდოლიაკი - რუსეთის თავდაცვის ახალ მინისტრად ეკონომისტის შერჩევა აჩვენებს, რამდენად შორს მიმავალი გეგმები აქვს მოსკოვს ეკონომიკის რესტრუქტურიზაციის კუთხით, რათა დაიკმაყოფილოს სამხედრო საჭიროებები

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ თავდაცვის ახალ მინისტრად ეკონომისტის შერჩევა აჩვენებს იმას, თუ რამდენად შორს მიმავალი გეგმები აქვს მოსკოვს ეკონომიკის რესტრუქტურიზაციის კუთხით, რათა დაიკმაყოფილოს თავისი სამხედრო საჭიროებები.

„ეჭვგარეშეა, ცვლილებები, რომლებსაც დღეს ვხედავთ, მიუთითებს რუსეთის ფედერაციის სრულ ტრანსფორმაციაზე. ეს ქვეყანა სულ სხვანაირად იქნება წარმოდგენილი და ვინც ფიქრობს, რომ შეუძლია, რუსეთთან რაიმე სახის თანამშრომლობას დაუბრუნდეს, ცდება. რუსეთს თითქმის მთელი თავისი ეკონომიკა სამხედრო რელსებზე გადაჰყავს“, – აღნიშნა პოდოლიაკმა „როიტერთან“ საუბრისას.

ზელენსკის მრჩეველის თქმით, უკრაინაში საჭიროა ბევრად მეტი დისტანციური შესაძლებლობები და მეტი საბძოლო მასალა, რათა ბრძოლის ველზე თანაბარი რაოდენობის იარაღი და ტექნიკა იყოს.