„ეკონომისტი“ - რუსები ხარკოვის ნაწილობრივ ალყაში მოქცევას აპირებდნენ
„ეკონომისტი“ - რუსები ხარკოვის ნაწილობრივ ალყაში მოქცევას აპირებდნენ

რუსები ხარკოვის ნაწილობრივ ალყაში მოქცევას აპირებდნენ, – ამის შესახებ „ეკონომისტი“ გამოცემის მიერ მოპოვებულ სამხედრო გეგმებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, ოპერაცია, სავარაუდოდ, 15-16 მაისს იგეგმებოდა, თუმცა, გაურკვეველი მიზეზების გამო, თითქმის ერთი კვირით გადაიდო.

გამოცემა ასევე წერს, რომ რუსები, როგორც ჩანს, პეჩენეჟის წყალსაცავის ორივე მხრიდან თავდასხმისთვის ემზადებოდნენ. კერძოდ, დასავლეთის მიმართულებით შეტევა მიზნად ისახავდა რუსული ჯარების შეყვანას ხარკოვის საარტილერიო ზოლში, სოფელ ბორშჩევას მახლობლად, თუმცა ისინი 92-ე ბრიგადამ გააჩერა, რომელმაც ისინი თავდაპირველი სამიზნიდან ათი კილომეტრით უკან დააბრუნა.

„ეკონომისტი“ ასევე აღნიშნავს, რომ ვოლჩანსკის მიმართულებით რუსეთის გეგმა იყო ქალაქ პეჩენგამდე გარღვევა.