რუსეთ-უკრაინის ომი – ევროპის და აშშ-ს პოლიტიკა

21:37, 23.11.2026

სამშვიდობო მოლაპარაკებების ფონზე გაზრდილი ესკალაცია – მოსკოვი კიევს ტერორისტული ქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

რუსეთი ლიბიის სანაპიროსთან და ბალტიის ზღვაში მომხდარ თავდასხმებს ტერორიზმად აფასებს. გაფრთხილებას კრემლიდან მორიგი მუქარა და უკრაინის ქალაქებზე ახალი ავიათავდასხმები მოჰყვა. ვითარების ესკალაციის პარალელურად საერთაშორისო მედიის მთავარი განსახილველი თემაა აბუ დაბიში გამართული რუსეთ-უკრაინა-ამერიკის სამმხრივი მოლაპარაკებების პირველი რაუნდის შედეგები. ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით გავლენიანი გამოცემა წერს, რომ რუსეთი გარკვეული პირობებით უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს დათანხმდა, რომელიც ნატოს მე-5 წესდების მსგავსი იქნება. სწორედ უსაფრთხოების გარანტიები და ტერიტორიული საკითხებია მოლაპარაკებებზე მთავარი დილემა. მედიაში გაჟღერებულ ვერსიაზე უფრო საიმედო მექანიზმად უკრაინის პრეზიდენტი ნატოს სრულფასოვან წევრობას მიიჩნევს – ეს გზავნილი მან ალიანსის საპარლამენტო ასამბლეის წინაშე გააჟღერა და ევროპის ქვეყნებს უთხრა, რომ მოლაპარაკების მეორე რაუნდზე მკაფიო დღის წესრიგით უნდა მივიდნენ.

მსგავსი