ჯონ კირბი - რუსეთმა, შესაძლოა, კიდევ მიაღწიოს წინსვლას ხარკოვის რეგიონში, მაგრამ არ ველოდებით რაიმე მნიშვნელოვან გარღვევას
ჯონ კირბი - რუსეთმა, შესაძლოა, კიდევ მიაღწიოს წინსვლას ხარკოვის რეგიონში, მაგრამ არ ველოდებით რაიმე მნიშვნელოვან გარღვევას

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ აშშ ელოდება რუსული ძალების წინსვლას ახალი შეტევებისას ხარკოვის რეგიონში, თუმცა არ ელოდება „მნიშვნელოვან გარღვევებს“. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მრჩეველმა, ჯონ კირბიმ ისაუბრა.

„რუსეთმა, შესაძლოა, კიდევ მიაღწიოს წინსვლას უახლოეს კვირებში, მაგრამ ჩვენ არ ველოდებით რაიმე მნიშვნელოვან გარღვევას და დროთა განმავლობაში ამერიკული დახმარების შემოდინება საშუალებას მისცემს უკრაინას, დაუპირისპირდეს ამ თავდასხმებს 2024 წლის განმავლობაში“, – აღნიშნა კირბიმ.

ჯონ კირბის განცხადებით, ისინი აქტიურად მუშაობენ, რათა უკრაინას მიაწოდონ ბრძოლის ველზე საჭირო აღჭურვილობა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები გააქტიურდნენ ხარკოვის რეგიონის ჩრდილოეთით. უკრაინული მედიის ცნობით, რეგიონის სასაზღვრო თემები მასობრივი დაბომბვის სამიზნეა, არიან დაჭრილები და დაშავებულები მშვიდობიან მოსახლეობაშიც.