ლიხტენშტაინში 29 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით გოლფში ევროპის გუნდური ჩემპიონატი გაიმართება, რომელშიც საქართველოს ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას
ლიხტენშტაინში 29 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით გოლფში ევროპის გუნდური ჩემპიონატი გაიმართება, რომელშიც საქართველოს ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას

ლიხტენშტაინში 29 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით გოლფში ევროპის გუნდური ჩემპიონატი გაიმართება.

აღნიშნულ ტურნირში ევროპის 13 ქვეყანა იღებს მონაწილეობას, მათ შორის, საქართველოს გოლფის ეროვნული ნაკრები.

დღეს გაიმართება საკვალიფიკაციო შეხვედრები, ხვალ და ზეგ კი ქართველი სპორტსმენები თავიანთ უშუალო მეტოქეებთან გააგრძელებენ ასპარეზობას, რომელთა ვინაობაც დღეს გახდება ცნობილი.

წელს აღნიშნული ტურნირი არის მე-10 საიუბილეო ETSC (EUROPEAN TEAM SHIELD CHAMPIONSHIP) ტურნირი, რომელიც EGA-ს (European Golf Association) ეგიდით ტარდება.