ლიბანში აქციაზე სამართალდამცველებთან შეტაკებისას 47 ადამიანი დაშავდა
ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში საპროტესტო აქცია სამართალდამცველებთან შეტაკებაში გადაიზარდა. პოლიციამ აქციის მონაწილეები წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი აირის გამოყენებით დაარბია. დაშავებულია 47 ადამიანი, მათ შორის 14 საავადმყოფოშია გადაყვანილი. დემონსტრაციის მონაწილეებმა სამართალდამცველებს ქვები და პიროტექნიკა დაუშინეს.
ანტისახელისუფლო აქციები ლიბანში 17 ოქტომბერს დაიწყო, რასაც პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოჰყვა. თუმცა დემონსტრაციები არ შემწყდარა. მოქალაქეები ხელისუფლებას კორუფციულ გარიგებებსა და ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისის გამწვავებაში სდებენ ბრალს.