ბეირუთში ხელისუფლების მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა აქციები გაიმართა

21:51, 03.11.2019

ლიბანის დედაქალაქში მთავრობის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა აქციები გაიმართა.

ბეირუთში, პრეზიდენტის სასახლესთან ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ისინი მთავრობის ხელმძღვანელს, მიშელ აუნუს მხარდაჭერას უცხადებენ. ქალაქის ცენტრში კი მთავრობის მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობს. ისინი ქვეყანაში ეკონომიკური რეფორმების გატარებას ითხოვენ.

ლიბანში ანტისამთავრობო აქციები უკვე ორი კვირაა, მიმდინარეობს, რასაც პრემიერის გადადგომა მოჰყვა.
თუმცა, მიუხედავად ამისა, საპროტესტო აქციები არ წყდება.

მსგავსი