ლიბანში საპროტესტო აქცია სამართალდამცველებთან შეტაკებაში გადაიზარდა
ლიბანში საპროტესტო აქცია სამართალდამცველებთან შეტაკებაში გადაიზარდა

ლიბანის დედაქალაქში ეკონომიკური კრიზისის წინააღმდეგ გამართული მასშტაბური საპროტესტო აქცია, სამართალდამცველებთან შეტაკებაში გადაიზარდა.

დაშავებულია ასზე მეტი ადამიანი. მათ შორის 60 სამართალდამცველია.

აქციის მონაწილეების პროტესტი ხელისუფლების გადაწყვეტილებამ გამოიწვია, დაბეგრონ „ვოთსაფის“ აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც ზარების განხორციელებაა შესაძლებელი. აქციის მონაწილეები ასევე სამუშაო ადგილების შექმნასა და ელექტროენერგიისა და წყლის უწყვეტ მიწოდებას მოითხოვენ.

დემონსტრაციის მონაწილეებმა საბურავები დაწვეს, პოლიციამ კი მათ დასარბევად წყლის ჭავლი და ცრემლსადენი აირი გამოიყენა. არეულობის გამო, დღეს ბეირუთში სასწავლო პროცესი შეწყდება.