ლიბანში აქციის მონაწილეებმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს
ლიბანში აქციის მონაწილეებმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს

ლიბანში აქციის მონაწილეებმა 171 კილომეტრზე გადაჭიმული ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს. მოქალაქეები ბეირუთის ქუჩებში გამოვიდნენ და ავტომაგისტრალების გასწვრივ დადგნენ.

დღეს მეთერთმეტე დღე შესრულდა, რაც ლიბანში აქციები და არეულობა არ წყდება. მოქალაქეები ხელისუფლებას კორუფციაში ადანაშაულებენ და ქვეყნის ეკონომიკის „განადგურებაში“ სდებენ ბრალს.

მსგავსი აქციები ლიბანში წლებია არ ყოფილა. ცოცხალი ჯაჭვში ჩამდგარი მოქალაქეები მთავრობას რეფორმებისკენ მოუწოდებდნენ.

აქციების გამო ხვალ არ იმუშავებს ბანკები, სკოლები და სხვა დაწესებულებები.

რამდნიმე დღის წინ მომიტინგეთა მოთხოვნებზე საპასუხოდ ლიბანის მთავრობამ სასწრაფო რეფორმების პაკეტი მიიღო. ის მინისტრებისა და პრეზიდენტის ხელფასის შემცირებას ითვალისწინებს. მიუხედავად ამისა, აქციები არ წყდება.