ლიბანში საპროტესტო აქციები განახლდა
ლიბანში საპროტესტო აქციები განახლდა

ლიბანში საპროტესტო აქციები განახლდა. „ფრანს პრესის“ ცნობით, დემონსტრანტებმა ბეირუთისკენ მიმავალი რამდენიმე ავტომაგისტრალი დაბლოკეს.

აქციის მონაწილეები ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას აპროტესტებენ. მომიტინგეებმა დაწვეს საბურავები. დემონსტრანტებს შორის იყვნენ სკოლის მოსწავლეები და უნივერსიტეტის სტუდენტები. ახალგაზრდებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს.

ბეირუთის ცენტრში კი, ათასობით მოქალაქე ცენტრალური ბანკის შენობასთან შეიკრიბა და მთავრობის ფინანსური პოლიტიკა გააპროტესტა. სამართალდამცავებმა მათ ბანკის შენობასთან მიახლოების საშუალება არ მისცეს.

აქციები გაიმართა ბეირუთიდან სამხრეთით მდებარე ქალაქ ტრიპოლიშიც.

ლიბანში უკვე სამი თვეა, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო აქციები არ წყდება. ეროვნული ვალუტა მკვეთრად გაუფასურდა. ბანკებმა კაპიტალზე კონტროლი გაამკაცრეს. აკრძალულია დიდი ოდენობით თანხის განაღდება და საზღვარგარეთ გადარიცხვა.

მიტინგების მიუხედავად, პოლიტიკურმა ძალებმა ახალი მთავრობის ფორმირება ამ დრომდე ვერ შეძლეს.