ბეირუთში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა
ბეირუთში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა

ბეირუთში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. როგორც სააგენტო „როიტერი“ იუწყება, სამართალდამცველებმა ცრემლსადენი აირი გამოიყენეს, მომიტინგეებმა კი, პოლიციელებს ქვები დაუშინეს.

შეტაკება ეროვნული ბანკის შენობასთან მოხდა. დაკავებულია რამდენიმე აქტივისტი.

ახალგაზრდების ნაწილი კარვების გაშლას ბეირუთის სიახლოვეს ავტომაგისტრალებზე შეეცადა. პოლიციამ მათ წინააღმდეგობა გაუწია.

ლიბანში უკვე სამი თვეა, საპროტესტო აქციები არ წყდება. მოქალაქეები ხელისუფლებისგან ეკონომიკური კრიზისის დაძლევას ითხოვენ. დღეს მომიტინგეები ვადამდელი არჩევნებისა და ერთიანი ეროვნული მთავრობის ფორმირების მოწოდებით გამოვიდნენ ქუჩებში.