ლიბანში, საპროტესტო აქციების გამო, მინისტრებს ხელფასებს გაუნახევრებენ
ლიბანში, საპროტესტო აქციების გამო, მინისტრებს ხელფასებს გაუნახევრებენ

ლიბანში, საპროტესტო აქციების გამო, მინისტრებს ხელფასებს გაუნახევრებენ. ინფორმაციას სააგენტო „რეიტერი“ ავრცელებს.

მთავრობის მიერ შემუშავებული რეფორმების პაკეტი ასევე ითვალისწინებს მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტის ხელფასის განახევრებას. 50 პროცენტით შეუმცირდებათ ხელფასები მინისტრებსა და დეპუტატებს. ასევე, გაუქმდება სახელმწიფო სამსახურებში დასაქმებულთა შეღავათებიც.

ამავე დროს, ლიბანის ეროვნული ბანკი და კერძო ბანკები ბიუჯეტში 3,3 მილიარდ დოლარს ჩარიცავენ, რათა 2020 წლის ბიუჯეტის დეფიციტი 0-ს მიუახლოვდეს.

მთავრობა ასევე აპირებს საკომუნიკაციო და ელექტროენერგიის სექტორში პროვატიზაციას.

შეგახსენებთ, რომ ლიბანში საპროტესტო აქციები მეხუთე დღეა, გრძელდება. მომიტინგეები მთავრობას კორუფციაში ადანაშაულებენ და ეკონომიკური კრიზისის გადაჭრას ითხოვენ.

როგორც ცნობილი ხდება, ლიბანის პრემიერ-მინისტრმა კოალიციური მთავრობის წევრებთან ეკონომიკური რეფორმები შეათანხმა. აღნიშნულ საკითხზე ლიბანის მთავრობა საგანაგებო სხდომას დღეს გამართავს.

ბეირუთში აქციები ამ წუთებშიც გრძელდება. მომიტინგეები აცხადებენ, რომ მთავრობის გადადგომამდე ჩახერგილ ქუჩებს არ გახსნიან.