„ლეიკერსი" შეუჩერებელია, ლოს ანჯელესელების მე-20 გამარჯვება რეგულარულში (ვიდეო)

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონი მიმდინარეობს. ბრწყინვალედ ასპარეზობას განაგრძობს ლოს ანჯელეს „ლეიკერსი“. ფრენკ ფოგელის გუნდმა სტუმრად მე-11, სულ კი მე-20 გამარჯვება იზეიმა. ლიგის ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა, ამჯერად „პორტლენდი“ დაამარცხა (113-136).

ლებრონ ჯეიმსმა და ენტონი დევისმა ჯამში 70 ქულა დააგროვეს ! დევისმა შეხვედრა 39 ქულით, 9 მოხსნითა და 2 პასით დაასრულა. ამ შედეგით ის ორივე გუნდის შემადგელობაში საუკეთესო იყო. ჯეიმსის ანგარიშზე 31 ქულა, 7 მოხსნა და 8 პასია.

პორტლენდელთა რიგებში 29 ქულით, 7 მოხსნით და 8 პასით ყველაზე შედეგიანი დემიენ ლილარდი გამოდგა. ჰასან ვაიტსაიდმა 17 ქულითა და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა.

„ლეიკერსი“ 20 მოგებითა და 3 მარცხით დასავლეთ კონფერენციას ერთპიროვნულად ლიდერობს. მომდევნო შეხვედრას ფოგელის გუნდი 9 დეკემბერს „სტეიპლს ცენტრში” „მინესოტასთან“ ჩაატარებს.

შარლოტი – ბრუკლინი 104-111

კლივლენდი – ორლანდო 87-93

დეტროიტი – ინდიანა 108-101

ბოსტონი – დენვერი 108-95

ჩიკაგო – გოლდენ სტეიტი 98-100

მაიამი – ვაშინგტონი 112-103

ოკლაჰომა – მინესოტა 139-127 (ოვერტაიმი)

მილუოკი – კლიპერსი 119-91

სან ანტონიო – საკრამენტო 105-104 (ოვერტაიმი)