კალათბურთი | ლუკა დონჩიჩის ისტორიული შეხვედრა „ლეიკერსის“ რიგებში „ჩიკაგოს“ წინააღმდეგ [ვიდეო] #1TVSPORT

სლოვენიელმა უკანახაზელმა, ლუკა დონჩიჩმა „ლეიკერსის“ რიგებში ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) ისტორიული მატჩი ჩაატარა.

დონჩიჩმა „ჩიკაგო ბულსთან“ შეხვედრაში თავის გუნდს 46 ქულა, 11 შედეგიანი გადაცემა და 7 მოხსნა შესძინა. მან შეხვედრის მანძილზე რვა სამქულიანი ჩააგდო, ხოლო მისმა გუნდმა 129:118 მოიგო.

სლოვენიელი „ლეიკერსის“ ისტორიაში გახდა მეორე კალათბურთელი, რომელმაც მატჩი, მინიმუმ, 45 ქულით, 10 შედეგიანი გადაცემითა და 5 ჩაგდებული სამქულიანით დაასრულა. პირველად ამის გაკეთება ლეგენდარულმა კობი ბრაიანტმა მოახერხა.

ასევე, დონჩიჩი პირველი მოთამაშეა კალიფორნიული გუნდის რიგებში, რომელმაც ერთ შეხვედრაში 45 ქულასა და 10 შედეგიან გადაცემაზე მეტის მოგროვება მოახერხა.

ამჟამად „ლეიკერსს“ 28 გამარჯვება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა. დონჩიჩი სეზონის მანძილზე საშუალოდ 33.4 ქულას, 8.7 შედეგიან გადაცემასა და 7.8 მოხსნას აგროვებს.