ვარსკვლავური ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი კარიერას „ლეიკერსში“ გააგრძელებს. კალათბურთელის აგენტმა, რიჩ პოლმა ტელეკომპანია ESPN-ს განუცხადა, რომ 40 წლის ლეგენდამ გაააქტიურა კონტრაქტის ერთი წლით გაგრძელების ოპცია და კალიფორნიულ გუნდში 2025-26 წლების სეზონის ბოლომდე დარჩება. გარიგების ღირებულება 52.6 მილიონ დოლარს შეადგენს.
ასე რომ, ლებრონ ჯეიმსი NBA-ში 23-ე სეზონს ჩაატარებს, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. ფორვარდს 50 მატჩის ჩატარება სჭირდება იმისთვის, რომ დაამხოს რობერტ პერიშის რეკორდი კარიერაში ჩატარებული მატჩების რაოდენობით.