ლუკა დონჩიჩმა „ლეიკერსთან“ 165-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT

21:10, 02.08.2025

„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ სლოვენიელმა ვარსკვლავმა, ლუკა დონჩიჩმა კალიფორნიულ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, – იტყობინება NBA-ს ცნობილი ინსაიდერი შემს ჩარანია.

დონჩიჩის ახალი ხელშეკრულება ძალაში იქნება 2028 წლის ზაფხულამდე. სამი სეზონის განმავლობაში სლოვენიელი კალათბურთელი 165 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

26 წლის დონჩიჩი „ლეიკერსში“ გასული სეზონის შუა ნაწილიდან თამაშობს.

მსგავსი