კალათბურთი | NBA-ს თასის ნახევარფინალური ეტაპის წყვილები ცნობილია #1TVSPORT
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში დასკნვით ეტაპს მიუახლოვდა შუასასეზონო ტურნირი – NBA-ს თასი.
ბოლო მეოთხედფინალურ შეხვედრაში „სან ანტონიო სპურსმა“ სტუმრად ლოს ანჯელეს „ლეიკერსი“ 132:119 დაამარცხა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.
ტეხასური გუნდი „ლეიკერსის“ წინააღმდეგ ლიდერის, ვიქტორ ვემბანიამას გარეშე თამაშობდა. მის არყოფნაში „სან ანტონიოს“ ლიდერად სტეფონ კასლი მოევლინა, მან შეხვედრაში 30 ქულა, 10 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. „ლეიკერსის“ რიგებში ყველაზე შედეგიანი 35 ქულით ლუკა დონჩიჩი გახლდათ.
„სან ანტონიოს“ მეტოქე ნახევარფინალში NBA-ს მოქმედი ჩემპიონი „ოკლაჰომა სიტი“ იქნება, რომელმაც მეოთხედფინალში „ფინიქს სანსი“ დიდი ანგარიშით, 138:89 დაამარცხა. ლიგის გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშემ, შაი გილჯის-ალექსანდერმა „ოკლაჰომას“ 28 ქულა შესძინა.
NBA-ს თასის ნახევარფინალური წყვილები:
„ორლანდო მეჯიქი“ – „ნიუ იორკ ნიქსი“ | 14 დეკემბერი
„ოკლაჰომა სიტი თანდერი“ – „სან ანტონიო სპურსი“ | 14 დეკემბერი