მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი კალათბურთში | ალექსანდრ ჯიკიჩმა პორტუგალიასთან მატჩის წინ თორმეტკაციანი შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
საქართველოს საკალათბურთო ნაკრები 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეორე ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრას თბილისში, ქორქია-ჯორჯიკიას არენაზე პორტუგალიასთან ჩაატარებს. მატჩი 19:15 საათზე დაიწყება, მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.
ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ ჯიკიჩმა ხვალინდელი მატჩისთვის 12-კაციანი შემადგენლობა შეარჩია. სერბმა სპეციალისტმა საბერძნეთთან მოგების შემდეგ განაცხადში ცვლილებები არ შეიტანა.
პორტუგალიასთან შეხვედრაში საქართველოს ჰიმნზე დადგებიან:
ალექსანდრე მერკვილაძე, მარკის რიდი, რატი ანდრონიკაშვილი, კახა ჯინჭარაძე, გიორგი კობახიძე, ვილი ისიანი, დუდა სანაძე, გიორგი კორსანტია, გიორგი ტურძილაძე, ალექსანდრე ფევაძე, თორნიკე შენგელია, გიორგი ოჩხიკიძე.
აქვე შეგახსენებთ, რომ პორტუგალიასთან შეხვედრის ბილეთები ერთი დღით ადრე სრულად გაიყიდა.