კალათბურთი | მარიო გომეში – საქართველოს ნაკრებთან წარმატების მიღწევა მხოლოდ იდეალური დაცვით შეიძლება #1TVSPORT
საქართველოსა და პორტუგალიის საკალათბურთო ნაკრებები 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე რაუნდში მორიგ მატჩს 29 ნოემბერს, 19:15 საათზე თბილისში გამართავენ.
პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარიო გომეშმა განაცხადა, რომ გუნდი საქართველოში გამარჯვებისთვის ჩამოვიდა.
„საქართველოს ნაკრები მაღალი დონის, ძალიან გამოცდილი და ფიზიკურად ძლიერი გუნდია, რომლის წინააღმდეგ თამაში ნებისმიერი მეტოქისთვის რთულია.
მატჩისთვის მზადებისას განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ქართველი კალათბურთელების ინდივიდუალურ ოსტატობაზე და სამწამიან ზონაში მათ დომინაციაზე. ფარქვეშ თორნიკე შენგელიას შეჩერება ძალიან რთული საქმეა, თუმცა, ამისთვის ვემზადებით.
საქართველოსთან წარმატების მისაღწევად პორტუგალიას დაცვაში იდეალური თამაში, მაღალი ტემპის შენარჩუნება და შეცდომების მინიმუმამდე დაყვანა დასჭირდება, რადგან ქართველები მეტოქის ნებისმიერ უზუსტობას სათანადოდ პასუხობენ“.
შეგახსენებთ, რომ 2026 წლის 31 აგვისტოს მატოსინიოში საქართველომ პირველი მეოთხედის (16:24) შემდეგ თამაში შემოატრიალა და პორტუგალიას 98:90 სძლია.