NBA-ის თასის მეოთხედფინალური ეტაპის წყვილები ცნობილია #1TVSPORT

11:48, 28.11.2026

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) თასის გათამაშების ჯგუფური ეტაპი დასრულდა და იმ რვა გუნდის ვინაობა გაირკვა, რომლებიც ტიტულისთვის ბრძოლას პლეი ოფში გააგრძელებენ.

მეოთხედფინალური შეხვედრები 4 და 5 დეკემბერს გაიმართება.

დასავლეთ კონფერენცია

„დალასი“ – „სან ანტონიო“ (4 დეკემბერი)

„პორტლენდი“ – „მემფისი“ (5 დეკემბერი)

აღმოსავლეთ კონფერენცია

„ატლანტა“ – „ფილადელფია“ (4 დეკემბერი)

„დეტროიტი“ – „ბოსტონი“ (5 დეკემბერი)

ტურნირის ფორმატის თანახმად, პლეიოფის თითოეულ ეტაპზე გამარჯვებულის ვინაობა ერთი მატჩით გაირკვევა.

NBA-ის თასის ფინალური შეხვედრა 11 დეკემბერს ინდიანაპოლისში, „ჰინკლ ფილდჰაუსში“ გაიმართება.

მსგავსი