კალათბურთი | იანის ანტეტოკუნმპო საქართველოსთან მარცხზე – როცა მატჩის დასრულებამდე 50 წამით ადრე შვიდ ქულას იგებ, არ უნდა დამარცხდე #1TVSPORT
26 ნოემბერს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა საბერძნეთში 92:88 გაიმარჯვა. თამაშს თვალს ამერიკიდან ადევნებდა იანის ანტეტოკუნმპო, რომლის ძმებმა, თანასისმა და კოსტასმა საქართველოს წინააღმდეგ ითამაშეს.
„შეხვედრას თავიდან ბოლომდე ვუყურე. როცა მატჩის დასრულებამდე 50 წამით ადრე შვიდ ქულას იგებ, არ უნდა დამარცხდე.
საბერძნეთის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე სამი მატჩი დარჩა – ესპანეთთან, უკრაინასთან და საქართველოსთან. მჯერა, რომ გუნდი სამივეს მოსაგებად ყველაფერს გააკეთებს“.
gazetta.gr-ის ჟურნალისტის კითხვაზე, თუ საბერძნეთი მსოფლიო ჩემპიონატზე გავა, იანისი თუ ითამაშებს, NBA-ის ვარსკვლავმა უპასუხა:
„თუ – არა! საბერძნეთი გავა და აუცილებლად ჩამოვალ“.