დეანდრე ეიტონი „ლეიკერსში“ ითამაშებს - კალოფორნიული კლუბი, სავარაუდოდ, გოგა ბითაძეს აღარ დაიმატებს #1TVSPORT
ლოს ანჯელესის „ლეიკერსმა“ ცენტრის პოზიცია შეავსო. კალიფორნიულმა კლუბმა პორტლენდიდან დეანდრე ეიტონი დაიმატა, რაც პრაქტიკულად ნიშნავს, რომ გოგა ბითაძის ტრანსფერი „ლეიკერსში“ აღარ შედგება.
26 წლის ბაჰამელი ცენტრი გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. როგორც ინსაიდერი შემს ჩარანია იუწყება, მხარეები ორწლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ, რომლის ფარგლებშიც ეიტონი პირველ სეზონში 34 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.
ეიტონმა პორტლენდში ორი წელი გაატარა და გასულ სეზონში საშუალოდ 14.4 ქულას და 10.2 მოხსნას აგროვებდა.
ცოტა ხნის წინ ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ლეიკერსი“ დაინტერესებული იყო გოგა ბითაძის დამატებით და თითქოს მოლაპარაკებებსაც აწარმოებდა „ორლანდო მეჯიქთან“.