ლაშა ნაცვლიშვილი - ეკა გიგაურმა ბერაზე ფეიკი კი არ გააზიარა, გაიზიარა, ხელი მოაწერა და უკანა რიცხვით კურთხევა მისცა შეშლილ მიშას, ვანო მერაბიშვილისა და ახალაიების მეშვეობით უკანონოდ ესმინა მოზარდისთვის
ეკა გიგაურმა ბერაზე ფეიკი კი არ გააზიარა, გაიზიარა, ხელი მოაწერა და უკანა რიცხვით კურთხევა მისცა შეშლილ მიშას, ვანო მერაბიშვილისა და ახალაიების მეშვეობით უკანონოდ ესმინა მოზარდისთვის, – ამის შესახებ „პოსტივის“ ხელმძღვანელი ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ეკა გიგაურმა ბერაზე ფეიკი კი არ გააზიარა – გაიზიარა!
გაიზიარა პასუხისმგებლობა ამ კრიმინალურ სიბინძურეზე! გაიზიარა, ხელი მოაწერა და უკანა რიცხვით კურთხევა მისცა შეშლილ მიშას – ვანო მერაბიშვილის და ახალაიების მეშვეობით უკანონოდ ესმინა მოზარდისთვის;
გაიზიარა, ხელი მოაწერა და უკანა რიცხვით კურთხევა მისცა ამ ჩანაწერის ფალსიფიკაციას, მის უხეშ მონტაჟს;
გაიზიარა, ხელი მოაწერა და კურთხევა მისცა უღირსობის მწვერვალს – ეს ყველაფერი მოზარდის მამისთვის და მისი შექმნილი „ოცნებისთვის“ დაებრალებინა ბინძურ მიშას!
ეკა გიგაური აღარაფრით განსხვავდება კოხტა კოდუასგან და ეს მე ნამდვილად არ მახარებს!“, – წერს ლაშა ნაცვლიშვილი „ფეისბუქში“.
ეკა გიგაურმა ბერაზე ფეიკი კი არ გააზიარა – გაიზიარა!
გაიზიარა პასუხისმგებლობა ამ კრიმინალურ სიბინძურეზე! გაიზიარა, ხელი…
Posted by Lasha Natsvlishvili on შაბათი, 06 მარტი, 2021