„ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი პირების ოჯახების წევრები აცხადებენ, რომ აუდიომასალა, რომელიც, სავარაუდოდ, ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას არის ჩაწერილი და ერთ-ერთი არხის ეთერში გავიდა, მათ არ ჩაუწერიათ
„ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი პირების ოჯახები წევრები აცხადებენ, რომ აუდიომასალა, რომელიც, სავარაუდოდ, ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას არის ჩაწერილი და ერთ-ერთი არხის ეთერში გავიდა, მათ არ ჩაუწერიათ.
„პრემიერ-მინისტრთან შეხვედრებზე ყველა საუბარი ჩაწერილია მისი ოფისისა და შეხვედრაზე მსხდომი მისი თანამოაზრეების მიერ. შეხვედრაში მონაწილე ოჯახების წევრებს ტელეფონები შესასვლელთან ჰქონდათ დატოვებული“, – აღნიშნულია მძევლებისა და დაკარგული პირების ოჯახების ფორუმის განცხადებაში.
მედიის ცნობით, ისრაელის მე-12 არხის ეთერში გავიდა ხმოვანი ჩანაწერი, რომელიც, სავარაუდოდ, მაშინაა ჩაწერილი, როდესაც პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი პირების ოჯახების წევრებს ხვდებოდა. ჩანაწერში, სავარაუდოდ, ნეთანიაჰუ ამბობს, რომ კატარი საკმარისს არ აკეთებს, რათა მძევლების გასათავისუფლებლად „ჰამასზე“ ზეწოლა განახორციელოს. საპასუხოდ კატარმა განაცხადა, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუ ძირს უთხრის შუამავლობის მცდელობებს. ისრაელის პრემიერ-მინისტრს ჩანაწერის შესახებ განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია.