ლაშა ნაცვლიშვილი - ვერ გააგირგვლიანეს ბაჩალიაშვილი, შაქარაშვილი, არ იმუშავა სიყალბემ, უცებ სტიქია, ასრულდა, გაიხარე, ნაცო, თუმცა გეოლოგები ეუბნებიან, არ იყო მთავრობის ბრალი, ვერ შეტენითო, ამაზე სულ დაცოფდნენ
ვერ გააგირგვლიანეს ბაჩალიაშვილი, შაქარაშვილი – არ იმუშავა სიყალბემ და ცილისწამებამ. ამასობაში, ნახევარი ცხოვრება გავიდა – ამოუღამდათ ლოდინში ბოროტი თვალები. უცებ სტიქია, ასრულდა, გაიხარე, ნაცო. უცებ გეოლოგები ეუბნებიან, არ იყო მთავრობის ბრალი, ვერ შეტენითო, ამაზე სულ დაცოფდნენ, – ამის შესახებ საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში „ქართული ოცნების“ ყოფილი მრჩეველი ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ნაცვლიშვილი წერს, ეს და მომდევნო რამდენიმე კვირა მათი სიმდაბლის, სულიერი ექსკრემეტების ბენეფისი იქნება.
„თერთმეტი წელი სულგანაბული ელიან, რომ ოცნება თავის გირგვლიანს მოკლავს და ჩაფარცხავს, ბუტას ესვრის და იარაღს ჩაუდებს, ვაზაგაშვილს ჩაცხრილავს, სერგო თეთრაძეს წამებაში ამოხდის სულს. არადა, არ შვება ამეებს ოცნება, მოკალი და არ შვება. ვერ გააგირგვლიანეს ბაჩალიაშვილი, ვერ გააგირგვლიანეს შაქარაშვილი – არ იმუშავა სიყალბემ და ცილისწამებამ. ამასობაში, ნახევარი ცხოვრება გავიდა – ამოუღამდათ ლოდინში ბოროტი თვალები. დაბერდნენ, დაჭაღარავდნენ და დაქაჩლდნენ, სამ-სამჯერ გახდნენ და დასუქდნენ, პარტიები და ცოლები გამოიცვალეს (ზოგმა ერთმანეთს გაუცვალა), ცხრაჯერ დაიშალნენ და შეიყარნენ, – უშედეგოდ. და უცებ, ბინგო – სტიქია, ათეულობით გარდაცვლილი, იმდენივე უგზო-უკვლოდ დაკარგული. ე ბიჭო, არის, ასრულდა – გაიხარე, ნაცო, წამებულო… და უცებ ვიღაც გეოლოგები ეუბნებიან, არ იყო მთავრობის ბრალი, ვერ შეტენითო. როგორ, ამხელა „აქტივიც“ (ჩვენთვის ტრაგედია) არალიკვიდური აღმოჩნდა?! ამაზე სულ დაცოფდნენ და სრული ბრწყინვალებით ამოარწყიეს კოკასა შიგან ნადგომი. შევეგუოთ, ხალხო, რომ ეს და მომდევნო რამდენიმე კვირა მათი სიმდაბლის, სიმყრალის, სულიერი ექსკრემეტების ბენეფისი იქნება, განსაკუთრებით აქ, ამ სივრცეში. გაგებით მოეკიდეთ-თქო, ვერ გეტყვით, მაგრამ ნურც გაგიკვირდებათ. გულები დაუსკდებათ-მეთქი, მინდოდა, მეთქვა, მაგრამ რომ გაგისკდეს, უნდა გქონდეს….“, – წერს ლაშა ნაცვლიშვილი.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 18 ადამიანია დაღუპული.