ლაშა ნაცვლიშვილი - ჩვეული შემართებით, ოღონდ განსხვავებულ ამპლუაში ვაგრძელებ ბრძოლას, ნუ ცქმუტავთ, დამშვიდდით, დაიოკეთ ნერვები და დაელოდეთ
ლაშა ნაცვლიშვილი - ჩვეული შემართებით, ოღონდ განსხვავებულ ამპლუაში ვაგრძელებ ბრძოლას, ნუ ცქმუტავთ, დამშვიდდით, დაიოკეთ ნერვები და დაელოდეთ

„ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზიები, მათი კომიკური აქტორები და ჩემი სხვა ხელმოცარული არაკეთილმოსურნეები გააფთრებით და ხმაშეწყობილად ავრცელებენ ჭორს და სიცრუეს, თითქოს რაღაც გავიტანე, შემოვიტანე, გავიქეცი, – ამის შესახებ ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„გარწმუნებთ, „პოსტივიდან“ ჩემი წამოსვლით შინაარსობრივად არაფერი შეიცვლება, რადგან მუდამ ვიყავი, ვარ და ყოველთვის ვიქნები ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი პოლიტიკური მოძრაობის საჯარო და აქტიური მხარდამჭერი და 2012 წლის პირველი ოქტომბრის იდეალების ერთგული. ასე რომ, ჩვეული შემართებით, ოღონდ განსხვავებულ ამპლუაში ვაგრძელებ ბრძოლას. ნუ ცქმუტავთ, დამშვიდდით, დაიოკეთ ნერვები და დაელოდეთ“, – წერს ლაშა ნაცვლიშვილი.