ლადო კახაძე - ხელისუფლებასთან თხოვნა მაქვს, 2020 წლის არჩევნები პირველი მოწვევის დეპუტაციასთან ერთად დანიშნონ
ლადო კახაძე - ხელისუფლებასთან თხოვნა მაქვს, 2020 წლის არჩევნები პირველი მოწვევის დეპუტაციასთან ერთად დანიშნონ

ამ ხელისუფლებასთან პირობა და თხოვნა მაქვს, 2020 წლის არჩევნები იმ პირველი მოწვევის დეპუტაციამ და ახლანდელმა ხელისუფლებამ ერთად დანიშნონ, – განაცხადა მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან”, ლადო კახაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას. 

„ჩვენ მეორეჯერ გვაქვს აღსადგენი ჭრილობები. პირველი ჭრილობა აღდგა პრეზიდენტის არჩევნების დროს, როცა ასწლიანი ისტორია გაგრძელდა და ახლა მინდა, ის ვალი მოვიხადო, რომელიც ჩემს თაობას დიდ ტვირთად აწევს. დიდი ჭრილობა გვაწევს. ამ ადამიანების თვალებში ჩახედილი მომავლის ჩაკვლის განცდა მაქვს და მინდა, ეს გაერთიანდეს. ამის დეტონატორიც მინდა გავხდე, რაზეც გუნდის თანხმობა მაქვს და დარწმუნებული ვარ, ეს რეალიზდება. გაერთიანების გზაზე სიარული ჩვენი პერსპექტივაა“, – განაცხადა ლადო კახაძემ.

მისივე თქმით, აუცილებელია, სხვაზე გადაბრალებიდან პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებამდე მივიდეთ.

„მაშინ გაგვახსენდება, რომ პირველი ხელისუფლების მიმართ ბოდიში გვაქვს მოსახდელი“, – განაცხადა ლადო კახაძემ.