ლადო კახაძე აცხადებს, რომ მთაწმინდის მაჟორიტარად კენჭისყრის შეთავაზება არავისგან მიუღია
ექიმი ლადო კახაძე აცხადებს, რომ მთაწმინდის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარ დეპუტატად კენჭისყრის შეთავაზება არავისგან მიუღია.
როგორც პირველ არხთან საუბრისას ლადო კახაძემ აღნიშნა, მასთან აღნიშნულ თემაზე არავის უსაუბრია.
კითხვაზე, შეთავაზების შემთხვევაში დათანხმდება თუ არა წინადადებას, კახაძე პასუხისგან თავს იკავებს.
ლადო კახაძე 1998-2002 წლებში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს იკავებდა.
მთაწმინდის საარჩევნო ოლქში შუალედური არჩევნები 2019 წლის გაზაფხულზე, მაისში ჩატარდება. შუალედური არჩევნების დანიშვნის მიზეზია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა, რომელიც მეცხრე მოწვევის პარლამენტში მთაწმინდის ოლქის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი იყო.