თბილისში, კოსტავას ქუჩაზე ავტოავარია მოხდა.
ერთ-ერთი ავტომანქნა გაჩერებულ ავტომობილებს შეეჯახა, რის შედეგადაც, ოთხი მანქანა დაზიანდა.
როგორც პირველი არხის კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე რეაგირება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით მოხდება.