თბილისში, პეკინის გამზირზე ავარიის დროს ოთხი ადამიანი დაშავდა

22:01, 11.12.2018

თბილისში, პეკინის გამზირზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

როგორც 1tv.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი, მათ შორის ორი 13 წლის მოზარდი მსუბუქად დაშავდა. ოთხივე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მსგავსი