კოსტავას ქუჩაზე ავარიისას ოთხი მანქანა დაზიანდა

12:11, 18.02.2018

თბილისში, კოსტავას ქუჩაზე ავტოავარია მოხდა.

ერთ-ერთი ავტომანქნა  გაჩერებულ ავტომობილებს შეეჯახა, რის შედეგადაც, ოთხი მანქანა დაზიანდა.

როგორც პირველი არხის კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე რეაგირება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით მოხდება.

მსგავსი