კორონავირუსის შემთხვევების გამო, ,,მედალფას“ კასპის სამედიცინო ცენტრი პაციენტების გეგმურ მიღებას დროებით წყვეტს
შპს „მედალფას“ კასპის სამედიცინო ცენტრი პაციენტების გეგმურ მიღებას დროებით წყვეტს. ამის მიზეზად, კლინიკაში „კოვიდ19“-ის შემთხვევები სახელდება. კორონავირუსი დაუდასტურდა კლინიკის რამდენიმე მედიკოსს.
როგორც კლინიკის მენეჯერი, მამუკა კორინთელი აცხადებს, „კოვიდ-19“-ზე 18 მედიკოსის განმეორებითი ტესტირების პასუხებს ელოდებიან. მისივე თქმით, პასუხების მიღებამდე, ხვალ 12:00 საათამდე, კლინიკა პაციენტების გეგმურ მიღებას წყვეტს.
„ამ ეტაპზე, კარანტინი კლინიკაში არ გამოცხადებულა. ჩვენთან დაფიქსირდა საეჭვო შემთხვევები და 18 მედიკოსი გაიტესტა. პასუხების მიხედვით გადაწყდება, როგორ ვიმოქმედებთ. რაც შეეხება გადაუდებელ მომსახურებას, ამ მიმართულებით კლინიკა განაგრძობს მუშაობას“- განაცხადა მამუკა კორინთელმა.