კლინიკა „მედალფა“ შესაძლოა, დღეს კიდევ ერთმა გამოჯანმრთელებულმა დატოვოს

12:34, 19.05.2020

ბათუმის კლინიკა „მედალფაში“დარჩენილი კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტიდან, შესაძლოა ერთი დღეს გაწერონ.

„დღეს ველოდებით ერთ პაციენტზე განმეორებითი, საკონტროლო ტესტის შედეგს, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, იგი კლინიკას დატოვებს“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან „მედალფას“ დირექტორმა ინგა ხოზრევანიძემ.

მეორე პაციენტი თავს კარგად გრძნობს, იგი რამდენიმე დღის წინ თბილისიდან გადაიყვანეს.

სულ აჭარაში 71 ინფიცირებულიდან 67 გამოჯანმრთელდა.

მსგავსი