„მედალფას“ დირექტორი - ბევრი რამ გაკეთდა, რათა 27 000 ინფიცირებული, რაც საქართველოსთვის ბევრია, დღეს იმართება და დამერწმუნეთ, ძალიან კარგად
„მედალფას“ დირექტორი - ბევრი რამ გაკეთდა, რათა 27 000 ინფიცირებული, რაც საქართველოსთვის ბევრია, დღეს იმართება და დამერწმუნეთ, ძალიან კარგად

ბევრი რამ გაკეთდა და ბევრი ღონისძიება გატარდა, რათა დღეს, 27 000 ინფიცირებული, რაც საქართველოსთვის ბევრია, იმართება და დამერწმუნეთ, ძალიან კარგად იმართება, – ამის შესახებ კომპანია „მედალფას“ დირექტორმა, გიორგი ამბროლიანმა, პრემიერ-მინისტრსა და კლინიკების ხელმძღვანელებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანი იყო მთავრობის ინიციატივა ორთვიანი შეზღუდვების პარალელურად, ინტენსიურ ტესტირებასთან დაკავშირებით, რასაც პირველი დადებითი შედეგები უკვე მოჰყვა.

„განვიხილეთ სტაციონარული საწოლფონდის მობილიზების საკითხი,  არა მხოლოდ საწოლების, არამედ ლოკაციის საკითხი. ამის მაგალითია კომპანია „მედალფაც“, რომელიც ჩაერთო ამ საქმიანობაში. კერძოდ, შიდა ქართლში, კასპში და გურიაში – ლანჩხუთში, ჩოხატაურში, ოზურგეთში ასევე ბათუმში. განვიხილეთ არეალის და საწოლფონდის გაფართოების საკითხი. ასევე მთავრობის ინიციატივით, დაიწყო მოსახლეობის ინტენსიური ტესტირება და ამ მიმართულებით მოხდა სამედიცინო დაწესებულებების მობილიზება. განვიხილეთ ამ ინიციატივის შედეგები და დავსახეთ სამომავლო გეგმები. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, შეზღუდვების პერიოდში მოხდეს ინტენსიური ტესტირება, გამოვლენა და მკურნალობა. პირველადი შედეგები უკვე გვაქვს და შეიძლება ითქვას, რომ ინტენსიურ ტესტირებას უკვე დადებითი შედეგები მოაქვს. ბევრი რამ გაკეთდა და ბევრი ღონისძიება გატარდა, რათა დღეს, თუნდაც 27 000 ინფიცირებული, რაც საქართველოსთვის ბევრია, იმართება და დამერწმუნეთ, ძალიან კარგად“, – განაცხადა გიორგი ამბროლიანმა.